USD 2.7079
EUR 3.1680
RUB 3.3354
Tbilisi
დიღომში, ოლიმპიური აუზის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე, ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოები მომდინარეობს
 1347
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორ ნინო სალუქვაძესთან ერთად დიღომში, ოლიმპიური აუზის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე, ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
სამუშაოები სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ეროვნული მუზეუმის დაკვეთით 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. მუზეუმის დასრულება 2024 წლის სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.
სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით 2022 წელს სპორტის მუზეუმს, რომელსაც საკუთარი შენობა არასოდეს ჰქონია, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი შპს „სპორტმშენსერვისისგან“ დიღომში, ოლიმპიური აუზის ტერიტორიაზე, უსასყიდლოდ გადაეცა 909 მ2 ფართობი, სადაც 2023 წელს ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობა დაიწყო. იგი მოიცავს საექსპოზიციო დარბაზს, საცავსა და სამუშაო სივრცეს მუზეუმის თანამშრომლებისთვის.
ინფორმაციისთვის: სპორტის მუზეუმი 2018 წელს შეუერთდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, რის შემდეგაც მისი ექსპონატები ყუთებშია მოთავსებული და დამთვალიერებელს ნახვის საშუალება არ აქვს. მანამდე სპორტის მუზეუმი სპორტის სამინისტროს ყოფილი შენობის შესასვლელში დაახლოებით 50 კვ.მ ფართობს იკავებდა. მნიშვნელოვანია, რომ სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებით ექსპონატებს მზრუნველობა არ მოჰკლებია და სპორტის მუზეუმის მოწყობის შემდეგ ქართული სპორტის ბრწყინვალე გამარჯვებების ამსახველი ჯილდოებისა თუ სხვა ექსპონატების დათვალიერება სპორტის გულშემატკივრებსა და თავად სპორტსმენებსაც შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 17 სექტემბერს თეა წულუკიანი ეროვნულ მუზეუმს ეწვია და მის ერთ-ერთ დარბაზში განთავსებული სპორტის მუზეუმის მდგომარეობას გაეცნო. მინისტრმა მაშინვე განაცხადა, რომ სამინისტროს მიზანი იყო სპორტის მუზეუმის აღდგენა, რისთვისაც უმთავრესი იქნებოდა მისთვის შენობის გამოყოფა. ამ დროიდან სამინისტრო აქტიურად მუშაობდა სპორტის მუზეუმისთვის სათანადო გარემოს მოსაძიებლად და დღეს მუზეუმს უკვე აქვს სათანადო სივრცე სპორტულ კომპლექსში, რომელშიც ასეულათასობით დედაქალაქის მცხოვრები იყრის თავს.
2021 წლის 29 სექტემბერს სპორტის მუზეუმის დირექტორად ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და არაერთი ტიტულისა და რეკორდის მფლობელი ნინო სალუქვაძე დაინიშნა.
 
society
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way