USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა
дата:  587

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მესამე კვარტლის პირველი ა კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელ სივრცეს აწყობს. სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

სივრცეში უკვე გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, საბავშვო სივრცე, იგეგმება გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები. მოსასვენებელი სივრცე ასევე ეწყობა აღნიშნული მისამართის მიმდებარედაც, რომელიც წლების განმავლობაში სამშენებლო ნარჩენების გამო ნაგავსაყრელად იყო გადაქცეული.
ამასთან, მოსახლეობის მოთხოვნით დიდუბის რაიონის გამგეობა ტერიტორიაზე ძაღლების სასეირნო სივრცესაც აწყობს.

სამუშაოები 896 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოადგილე ზურაბ უგულავასთან და პარლამენტის დეპუტატ ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати