USD 2.7264
EUR 3.1283
RUB 3.1948
თბილისი
დიღმის მასივში მასშტაბური მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება, სამუშაოებისთვის 45 728 748 ლარი დაიხარჯება
თარიღი:  727
თბილისის მერია კიდევ ერთ მულტიფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს დიდუბის რაიონში ააშენებს. პროექტის ფარგლებში, დიღმის მასივში 16 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სამი ბლოკი აშენდება, სადაც სხვადასხვა სპორტული და კულტურული სივრცე მოეწყობა.
აღნიშნული ცენტრის პროექტის დეტალებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„დღეს, კიდევ ერთ მაგარ პროექტს ვაანონსებთ. წლების წინ, აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, სპორტული მოედნები იყო. წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა კერძო მესაკუთრეზე ჯერ ათწლიანი არსებული სტატუსის შენარჩუნებით. შემდეგ კი, ინვესტორს შეეძლო სამშენებლო სამუშაოები განეხორციელებინა, თუნდაც დაენგრია კომპლექსი და აქ კორპუსი აეშენებინა. ჩვენ გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები მეპატრონესთან, შევთანხმდით ადგილმონაცვლეობაზე, ტერიტორია კი მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას დაუბრუნდა. ჩვენთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რეკრეაციული ან სპორტული სივრცეების ხარჯზე არ მოხდეს მშენებლობები. ქალაქის განვითარებას, მშენებლობას, ბიზნესსექტორს ხელს ვუწყობთ, მაგრამ ეს ყველაფერი ურბანულად სწორად უნდა მოხდეს.
ჩვენ უკვე გვაქვს პროექტი. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი კი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პირველ რიგში, ავარიული შენობის დემონტაჟი მოხდება და შემდეგ უკვე დავიწყებთ ცენტრის მშენებლობას. ეს იქნება ყველაზე დიდი ცენტრი თბილისში, რაც კი აგვიშენებია - 16 000 კვ.მ-ზე განთავსებული. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ორი საცურაო აუზი, ორი ტენისის კორტი, რომელიც გადახურულ შენობაში იქნება და ეს არის სიახლე, რაც არცერთ სხვა ცენტრში არ გვაქვს. იქნება სატრენაჟორო, სავარჯიშო სივრცეები, საკალათბურო და საფეხბურთო მოედნები, მინი საფეხბურთო მოედანი და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, შენობაში განთავსდება საკონფერენციო სივრცე, სასწავლო აუდიტორიები, სასტუმრო ნომრები, სპორტული მაღაზია, ფარიკაობის დარბაზი, მხატვრული ტანვარჯიშისა და ცეკვის დარბაზი.
აღნიშნული პროექტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებს და სამუშაოებისთვის 45 728 748 ლარი დაიხარჯება.
მულტიფუნქციური ცენტრის მოწყობის დეტალებს, დედაქალაქის მერთან ერთად, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი , თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი გაეცნენ.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის