USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
დიღმის მასივში ჯემალ ჭკუასელის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
дата:  393

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მდებარე სკვერს და ქუჩას მომღერლის, ფოლკლორისტის და მუსიკოსის ჯემალ ჭკუასელის სახელი მიენიჭა.

სკვერის გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ხელმძღვანელი ნინო ვარდოსანიძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, ასევე ჯემალ ჭკუასელის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. ნინო ვარდოსანიძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და საკრებულოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ცოტა ხნის წინ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის საკრებულომ ჯემალ ჭკუასელის სახელი დიდუბის რაიონში მდებარე სკვერსა და ქუჩას მიანიჭა, რომელიც დღეს გავხსენით. ეს მხოლოდ მცირედი გამოხატულებაა იმ მადლიერების, რასაც ბატონი ჯემალი ყველა იმ ქართველისგან იმსახურებს, რომლისთვისაც ქართული ხელოვნებაა ძვირფასი’’,-განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით გიორგი ტყემალაძემ მიმართა და ჯემალ ჭკუასელის შემოქმედებასა და ღვაწლზე ისაუბრა.

 ,,დღეს განსაკუთრებული დღეა. ოფიციალურად გავხსენით ბატონი ჯემალის სახელობის ქუჩა და სკვერი. ფასდაუდებელია ჯემალ ჭკუასელის ღვაწლი ქართული სამუსიკო ფოლკლორის გადარჩენის, აღორძინებისა და შენარჩუნების საქმეში. ამ ქუჩის და სკვერის არსებობა, უამრავ ჯილდოსთან და ტიტულთან ერთად, ბატონი ჯემალისადმი სიყვარულის და პატივისცემის კიდევ ერთი დადასტურებაა,’’,-აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

ჯემალ ჭკუასელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა ისაუბრეს. მათ შორის მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა გია ბაღაშვილმა, ,,ერისიონის’’ სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადინ ჭკუასელმა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ და სხვა გამომსვლელებმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати