USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
დიღმის მასივში ავტოფარეხების დემონტაჟი გრძელდება
дата:  1144
დიდუბის რაიონის გამგეობა ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს.
ამ ეტაპზე, დემონტაჟი დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 26-ე კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება. ამ დროისთვის უკვე აღებულია ხუთი ავტოფარეხი, უახლოეს პერიოდში კი 25 ავტოფარეხის დემონტაჟი იგეგმება. სამუშაოების დასრულების შემდგომ ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати