USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
დიღმის მასივის I კვარტლის X კორპუსის მიმდებარედ მიწისქვეშა კომუნიკაციები წესრიგდება
Date:  382
დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეათე კორპუსის მიმდებარედ მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს.
"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის" ფარგლებში, ეწყობა წყალარინებისა და წყლის სისტემა. მიწისქვეშა კომუნიკაციების დასრულების შემდგომ, ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.
 
გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაციაც განახორციელა, რომლის გაუმართაობა მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა.
 
სამუშაოების განხორციელებისთვის, ჯამში, 60 000 ლარი დაიხარჯა.
 
მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.
tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way