USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
დიდუბის რაიონში უსაფრთხოების მოაჯირების სამონტაჟო სამუშაოები გრძელდება
Date:  546
დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე, უსაფრთხოების მოაჯირებისა და ბოძკინტების მონტაჟს რაიონის მასშტაბით განაგრძობს.
 
ამ დროისთვის, უსაფრთხოების მოაჯირები მირცხულავას ქუჩის N4-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-9, მე-13 და მე-19 კორპუსებთან დამონტაჟდა. სამუშაოებისთვის 31 834 ლარი გამოიყო.
 
ანალოგიური სამუშაოები უახლოეს პერიოდში რამდენიმე მისამართზე იგეგმება. ესმა ონიანის პირველ ჩიხსა და დიღმის მასივის მეორე კვარტლის მეცხრე კორპუსის მიმდებარედ მოაჯირები დამონტაჟდება, ხოლო სტანისლავსკის ქუჩაზე ბოძკინტები მოეწყობა.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way