დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც აქტიურად განაგრძობს.
ასფალტის საფარი 2634 კვ.მ ფართობზე დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის პირველ და 23-ე კორპუსების მიმდებარედ დაიგო.
ასფალტის მოწყობამდე, გამგეობამ პირველ კვარტალში დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, ხოლო 23-ე კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობის მოთხოვნით, 49 ავტიფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.
დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში ჩატარებული სამუშაოებისთვის ადგილობივი ბიუჯეტიდან 218 721 ლარი გამოიყო.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.