USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
დიდუბის რაიონში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
дата:  794
დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, მაიაკოვსკის ქუჩის N4-ში მდებარე სახლის სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. შეიცვალა კიბის საფეხურები, დამონტაჟდა უსაფრთხოების მოაჯირები, დაიგო ფილები, ასევე კედლები დამუშავდა და შეიღება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბრს თბილისი“ 82 638 ლარის ღირებულების ფარგლებში შეასრულა.
ამასთან, დიდუბის რაიონის გამგეობა წყალსადენისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას, კორპუსის სახურავების შეკეთებასა და ამორტიზებული ლიფტების შეცვლის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати