USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
დიდუბის რაიონში მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია გრძელდება
Date:  600
დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის პირველ კვარტალში მოსასვენებელი სივრცის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
 
პროექტის ფარგლებში განხორციელდა დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი. ამ ეტაპზე, ეწყობა ბილიკები, მონტაჟდება განათების სისტემა, დაიდგმება პარკისთვის განკუთვნილი ინვენტარი და მოეწყობა საბავშვო სივრცე. ტერიტორიაზე, ასევე დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.
პროექტის ღირებულება 145 000 ლარს შეადგენს.
 
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ლადო ძნელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირმა ზავრადაშვილთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way