USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
დიდუბის რაიონში მოსასვენებელი სივრცეების განახლება გრძელდება
თარიღი:  380

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების განახლებას განაგრძობს.

დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-11 კორპუსის მიმდებარედ არსებული სივრცის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში დასრულდება. პროექტის მიხედვით, სივრცეში უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა განათების სისტემა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს საპარკე ინვენტარის მონტაჟი. სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის