USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
დიდუბის რაიონში მოსასვენებელი სივრცეების აღდგენა გრძელდება
дата:  460

დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს.

ამ ეტაპისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ მისამართზე დასრულდა.

დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-19 კორპუსისა და მეხუთე კვარტლის 23-ე და 24-ე ა და ბ კორპუსების მიმდებარედ მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, საბავშვო ატრაქციონების ადგილზე შეიცვალა დაზიანებული კაუჩუკი, მოეწყო საჩრდილობელი, დაზიანებული საპარკე ინვენტარი ახლით ჩანაცვლდა.

აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 123 476 ლარი გამოიყო.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати