USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
დიდუბის რაიონში მდებარე სკოლების მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
дата:  196
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მდებარე სკოლების მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დიდუბის რაიონს ოქროს და ვერცხლის 196 მედალოსანი ჰყავს. მედალოსნებს სკოლის წარჩინებით დასრულება მიულოცეს, ასევე, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. საჩუქრები სკოლების დირექტორებსა და კლასის დამრიგებლებსაც გადაეცათ.
 
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ, საქართველოს პარლამენტის დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა, ასევე, საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა. ღონისძიებას მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
 
მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია მუსიკალურად ქართული ესტრადის მომღერლებმა გააფორმეს. ასევე, დრამერებისა და საპნის ბუშტების შოუ მოეწყო
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати