USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
დიდუბის რაიონში დაზიანებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება
дата:  443
დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას განაგრძობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაზიანებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციაა, რადგან აღნიშნული სივრცეებით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობს.
 
ამ დროისთვის, დიდუბის რაიონის გამგეობა ოთხი მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებს - კედიას ქუჩის N10-ში, თევდორე მღვდლის ქუჩის N48-ში, დიღმის მასივის მეორე კვარტლის მერვე კორპუსისა და მეექვსე კვარტლის 22-ე კორპუსის მიმდებარედ. სპორტულ მოედნებზე იცვლება ხელოვნური საფარი, კეთდება კალათბურთის ახალი ფარები, ფეხბურთის კარის ბადეები, წესრიგდება მოედნის კარკასი. სამუშაოების განსახორციელებლად 47 000 ლარია გამოყოფილი.
 
სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირმა ზავრადაშვილთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.
общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати