დიდუბის რაიონში დაზიანებული სპორტული მოედნების აღდგენა გრძელდება. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხ სპორტულ მოედანზე დასრულდა. კედიას ქუჩის N10-ში, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის 21-23 კორპუსების მიმდებარედ, ასევე, სამტრედიის ქუჩის N2ა-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-8 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედნებზე სხვადასხვა დაზიანებები შეკეთდა. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 46 500 ლარი შეადგინა.