USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
დიდუბის რაიონში ამორტიზირებული მოსასვენებელი სივრცეების სრულ რეაბილიტაცია იგეგმება.
Date:  518
დიდუბის რაიონის გამგეობა აგლაძის ქუჩის N38-ში არსებული მოსასვენებელი სივრცის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.
 
ტერიტორიის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა სასეირნო ბილიკები, განთავსდება საპარკე ფურნიტურა, განათების სისტემა,ასევე, მოეწყობა საბავშვო სივრცე. პროექტის მიხედვით, განხორციელდება გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. მოსასვენებელ სივრცეში ასევე გაკეთდება შადრევანი.
.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way