USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
დიდუბის რაიონში, სასკოლო გუნდებს შორის ფრენბურთის ტურნირი „დიდუბე 2025“ ჩატარდა
Date:  1038
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სასკოლო გუნდებს შორის ფრენბურთის ტურნირი „დიდუბე 2025“ ჩატარდა.
ტურნირი ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დიდუბის რაიონის სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა თვრამეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ტურნირის გამარჯვებული, გოგონებშიც და ვაჟებშიც, 155-ე სკოლა გახდა.
შეჯიბრების მიმდინარეობისას, ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები და ბომბარდირები.
საუკეთესო მოთამაშეებად მარიამ კუპატაძე და ნიკოლოზ დათიაშვილი, ხოლო ბომბარდირებად ალისა კტოიანი და ლუკა წიკლაური დასახელდნენ.
გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგებელმა ლადო ძნელაძემ საჩუქრად თასები, მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცა.
society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way