USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
დიდუბის რაიონიში, მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის ტურნირი „დიდუბე 2023“ გაიმართა
Date:  387
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის ტურნირი „დიდუბე 2023“ გაიმართა.
 
ტურნირი 14 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 16-დან 75 წლამდე 80-ზე მეტი მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა.
ერთეულებში გამარჯვება ქალებში თინათინ თურმანიძემ მოიპოვა, ხოლო კაცებში გიორგი კეკელიშვილმა. შერეულ წყვილებში გამარჯვება ნინო ესებუამ და გიორგი კეკელიშვილმა მოიპოვეს, ხოლო წყვილებში ვლადიმერ და ლევან გაბრიჩიძეებმა.
 
ამასთან, გიორგი ელერდაშვილის სახელობის პრიზით დაჯილდოვდა მოქმედი ვეტერანი ჩოგბურთელი ფელიქს ჯანაშია.
თამაშები ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის კორტებზე ჩატარდა. გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან თასები, მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.
 
tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way