USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Tbilisi
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდუბელი პედაგოგებისთვის ღონისძიება გაიმართა
Date:  414

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდუბელი პედაგოგებისთვის ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრას დიდუბის რაიონში არსებული სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

პედაგოგებს სიტყვით მიმართეს, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატებმა გიორგი ვოლსკიმ და გივი ჩხარტიშვილმა, ასევე, პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს კომპოზიტორ ეკა თევზაძეს, ვეტერან ფეხბურთელ კახაბერ გოგიჩაიშვილსა და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვაჟა კრავეიშვილს "საამაყო დიდუბელის" ტიტული მიანიჭეს.

საღამო მუსიკალურად გააფორმეს ქართული ესტრადის მომღერლებმა.

tbilisi
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

See all
Survey
By the way