USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
დიდუბის რაიონის გამგეობის 2024 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
Date:  688
დიდუბის გამგეობაში 2024 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
რაიონის გამგებელმა საზოგადოებას გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა.
ლადო ძნელაძემ ყურადღება მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, 2024 წლის განმავლობაში დიდუბის რაიონის გამგეობამ უამრავი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი განახორციელა.
„საგზაო ინფრასტრუქტურა 42 822 კვ.მ ფართობზე მოეწყო, ასფალტის საფარი შიდა კვარტალურ გზებსა და ეზოებში 78 მისამართზე მოწესრიგდა. სანიაღვრე ქსელი 8 მისამართზე მოეწყო. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 მოსასვენებელ სივრცეს, მცირე სარემონტო სამუშაოები 64 სკვერში განხორციელდა. ამასთან, აგლაძის ქუჩის N38-ში, 5 000 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური მოსასვენებელი სივრცე გაკეთდა. მოსახლეობის მოთხოვნით, 93 უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, რის ნაცვლადაც მოსასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედნები მოეწყო.
ასევე, გამწვანების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები განვახორციელეთ. რაიონის მასშტაბით, დაირგო 3 980 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 დაზიანებულ სპორტულ მოედანს. სამტრედიის ქუჩის N2ა-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-გაძლიერების პროექტის მიმდინარეობს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში დასრულდება“, - აღნიშნა რაიონის გამგებელმა.
მისივე ინფორმაციით, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 149 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, განახლდა 50 ამორტიზებული ლიფტი, 25-ზე კი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შეიცვალა 32 კორპუსის სახურავი და წყალსაწრეტი მილები. 24 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა, მოწესრიგდა წყლისა და წყალარინების ქსელი. 5 მისამართზე ავარიული შენობის გამაგრების პროექტი განხორციელდა, 24 მისამართზე კი სადარბაზოებში სხვადასხვა სახის სამუშაო დასრულდა.
გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, გამგეობამ მოსახლეობას სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება გაუწია. ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 14 610 განცხადება დაკმაყოფილდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ასევე მოეწყო 9 კულტურული და სპორტული ღონისძიება. მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 24 142 650 ლარი დაიხარჯა.
ღონისძიებას პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი, საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way