USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
დიდუბის რაიონის გამგეობამ წერეთლის გამზირზე სამი სკვერის სრული რეაბილიტაცია დაასრულა
дата:  572
დიდუბის რაიონის გამგეობამ წერეთლის გამზირზე სამი სკვერის სრული რეაბილიტაცია დაასრულა.
რეკრეაციული სივრცეები განახლდა წერეთლის გამზირის N10-ში, N55-სა და N61-ში. თავდაპირველად განხორციელდა დაზიანებული, ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და ისინი ახლით ჩანაცვლდა;
მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, საბავშვო სივრცეები, დაიდგა საპარკე ინვენტარი. ტერიტორიებზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
პროექტების ღირებულებამ, ჯამში, 190 142 ლარი შეადგინა.
 
общество
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати