USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეები მოეწყო
Date:  515
დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში ორი მოსასვენებელი სივრცის მოწყობა დაასრულა.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსასვენებელი სივრცეები დიღმის მასივის პირველი კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარედ და თევდორე მღვდლისა და თემურ ფიფიას ქუჩების კვეთაზე მოეწყო.
სკვერების ტერიტორია, ჯამში, 4 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის მიხედვით დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო განათების სისტემა. სივრცეში განთავსდა საბავშვო და სპორტული ზონები, საპარკო სკამები და ურნები. ასევე, განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.
პროექტების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 541 560 ლარი გამოიყო.
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way