USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
დიდუბის რაიონის გამგეობა გრიგოლ გიორგაძის ქუჩას აწესრიგებს
дата:  498
დიდუბის რაიონის გამგეობა გრიგოლ გიორგაძის ქუჩას აწესრიგებს. სამუშაოების ფარგლებში, 3000 კვ.მ ფართობზე ასფალტის მეორე ფენა იგება. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ტროტუარი. პროექტის ღირებულება 330 000 ლარს შეადგენს.
 
ასფალტის დაგემაბდე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ტერიტორიაზე მიწისქვეშა სამუშაოები შეასრულა. წყალარინების მოძველებული სისტემა ახლით შეიცვალა.
 
მიმდინარე პროექტს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა გაეცნო.
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати