USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
დიდუბის იპოდრომის გახსნის შესახებ არსებობს წერილობითი წყარო - სავარაუდოდ, 1200-1210 წლებში დაწერილი იოანე შავთელის „აბდულმესიანი“
дата:  2012

თბილისში იპოდრომის გახსნის შესახებ არსებობს წერილობითი წყარო - სავარაუდოდ, 1200-1210 წლებში დაწერილი იოანე შავთელის „აბდულმესიანი“, რომელშიც თამარ მეფის სამეფოში მომხდარ მნიშვნელოვან ამბავთა შორის საბურთალოზე იპოდრომის გახსნაა მოხსენიებული.

თამარ მეფის იპოდრომი საბურთალოს უმეტეს ნაწილს მოიცავდა - გაცილებით მეტს, ვიდრე 21-ე საუკუნის დასაწყისში არსებულ საზღვრებში მოქცეული თბილისის სახელმწიფო იპოდრომი. ტოპონიმი „საბურთალოც“ იპოდრომს უკავშირდება და ცხენბურთის სათამაშო ადგილს ნიშნავს. დღემდე არ არსებობს ზუსტი წერილობითი წყარო იმის შესახებ, თუ როდემდე იარსება მე-13 საუკუნის დასაწყისში გახსნილმა იპოდრომმა. ნიადაგმცოდნეების განმარტებით, ძველი იპოდრომის ტერიტორია საუკუნეების შემდეგ ჭაობიან ადგილად იქცა, ალბათ, ამის გამოც შეწყდა ცხენბურთის თამაში საბურთალოზე...

დიდუბის გაშლილი ველები ოდითგანვე საუკეთესო ადგილი იყო ცხენოსნობისთვის. XIX საუკუნეში აქ ხშირად იმართებოდა ჯირითი, სხვადასხვა აღლუმები. ერთ-ერთ ასეთ ზეიმს 1837 წელს დასწრებია იმპერატორი ნიკოლოზ პირველი. 1848 წელს დიდუბეში გაიმართა პირველი ოფიციალური შეჯიბრი დოღში, ხოლო 80-იან წლებში, ამ ადგილებში აშენდა იპოდრომი. ეს იპოდრომი მოწმე იყო 1910 წლის ნოემბერში ცნობილი რუსი მფრინავის ს. უტოჩკინის საჩვენებელი გაფრენისა მისი გასტროლების დროს. იგი აფრინდა ამ იპოდრომიდან, შემოუარა თბილისს და აქვე დაეშვა.

1840 წელს თბილისის იპოდრომი დიდუბის ტერიტორიაზე აშენდა. წერეთლის გამზირზე დღემდე შემორჩენილია მისი კვალი - დახურული მანეჟის შენობის სახით. 1954 წლისთვის იპოდრომი მჭიდროდ დასახლებული რაიონის ცენტრში მოექცა და დღის წესრიგში ახალი იპოდრომის მშენებლობის საკითხი დადგა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებით პოპულარული არქიტექტურული სტილია იმდროინდელი „მოდერნი“ ანუ „არტ-ნუვო“, სწორედ ის სტილი, რომლითაც 1909 წლის დაპროექტებით აშენდა „თავლა“. პროექტი არქიტექტორმა ნ.ობოლენსკიმ, ლეონ მანთაშევის დაკვეთით შეიმუშავა „სარბენი წრისათვის“.

1921 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებასთან დაკავშირებით,ქონების ნაციონალიზაციისა და საქალაქო იპოდრომის დიდუბიდან საბურთალოზე გადატანის შემდეგ,“თავლა“-ს შენობა გამოიყენებოდა მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, ერთ ხანს მშენებლობის სამინისტროს უწყებაში იყო, ხოლო 1970 -იან წლებში გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში და  ბოლო დრომდე მასში  განლაგებული იყო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველო.

ეს განსხვავებული არქიტექტურული ნიმუში, მისი უნიკალურობიდან გამომდინარე შეტანილია ისტორიულ ობიექტთა ნუსხაში.

უნდა აღინიშნოს ასევე ის ფაქტი, რომ თავლას შენობის სახე, მისი კონტურებიპროპორციები და დაგეგმარებაც კი, –ჩვენამდე შემონახულია თითქმის უცვლელად,

თანამედროვე ეპოქაში შემორჩენილი გასული საუკუნის  ეს ძეგლი, ამ საუკუნეშიც ერთადერთია, რომლის მსგავსიც საქართველოს მასშტაბით არ არსებობს.

1909 წლის პროექტი

1940 წელი

1934 წლის თბილისის რუკა

თავლის რეკონსტრუქციის ვიდეო პანორამა

 
общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати