USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
დიდუბეში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
თარიღი:  

დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ერთი ეტაპი დასრულდა და პროექტი მომდევნო ეტაპზე გადადის. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, ხიდის შეზღუდულ არეალში, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჩატარებულია. დარჩენილია მხოლოდ ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, რაც პროექტის დასასრულს მთელ ხიდზე ერთიანად განხორციელდება.

შემდეგ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის 31 ივლისიდან დაიწყება, რის გამოც, ხიდის ერთ მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო რეაბილიტირებულ მხარეს გადაადგილება ორმხრივი გახდება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის