USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
დიდუბეში მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება
Date:  277
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოები ლუბლიანას ქუჩის N11-ის მეორე და მესამე კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება.
 
ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, საბავშვო სივრცე. დაიდგმება საპარკო ინვენტარი. ასევე, განახლდება არსებული ტრენაჟორების სივრცე.
 
სამუშაოების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი.
 
მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია დამატებით სამ მისამართზე, სამტრედიის ქუჩის N2-ში, წერეთლის გამზირის N55-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის 39-ე კორპუსთან მიმდინარეობს.
 
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა, თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way