USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
დიდუბესა და დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
дата:  447

დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

ამ დროისთვის ასფალტის საფარი სამ მისამართზე მოწესრიგდა. აკაკი წერეთლის გამზირის N72-ში, ბაქრაძის ქუჩის N4-სა და დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მიმდებარედ 3400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 205 000 ლარი გამოიყო.

ამასთან, ასფალტის მოწესრიგების სამუშაოები დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-8, მე-13, მე-14 და მე-15 კორპუსების მიმდებარედ მიმდინარეობს.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати