USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
დიდუბესა და დიღმის მასივში გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები მიმდინარეობს
Date:  366
დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე, დიდუბესა და დიღმის მასივში გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, გამწვანებული ტერიტორიები ითიბება, მცენარეები სარეველებისაგან სუფთავდება, ისხვლება ბუჩქები. მთელი წლის განმავლობაში რეკრეაციულ ზონებში ბალახი რამდენჯერმე გაითიბება.
 
გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 87 126 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პროგრეს სერვისი“ ასრულებს.
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way