USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მიერ გამართული ე.წ. რეფერენდუმის საპასუხოდ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
თარიღი:  630

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის მიერ გამართული უკანონო რეფერენდუმის საპასუხოდ სანქციების პაკეტი გამოაცხადა.

ბრიტანული მედიის ცნობით, 92 სანქციის სამიზნეს უკრაინის ოთხ რეგიონში ორგანიზებული ყალბი კენჭისყრის უკან მდგომი პირები წარმოადგენენ.

ამასთან, სანქციები ასევე შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც რუსეთის ომის მხარდაჭერას აგრძელებენ.

ე.წ. რეფერენდუმის გამო სანქცირებულ 33 ოფიციალურ პირს შორის არიან: ხერსონის მთავრობის ახლახან დანიშნული მეთაურ სერგეი ელისეიევი, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ივან კუსოვი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში მთავრობის სავარაუდო მეთაური ევგენი ბალიცკი.

სანქციები ასევე დაუწესდათ ოლიგარქებსაც.

„იარაღის ლულაზე ჩატარებული ყალბი რეფერენდუმები არ შეიძლება იყოს თავისუფალი ან სამართლიანი და ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ მათ შედეგებს” - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის