USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
"დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებენ
თარიღი:  696

"დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებენ და მოუწოდებენ, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის ხელმძღვანელობით ევროკავშირის და საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, იაპონიის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქალაქ ლივერპულში შეხვედრა გამართეს, რომელზეც რუსეთ-უკრაინას კრიზისზე იმსჯელეს.

მოლაპარაკებების გახსნის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა G7-ს მოუწოდა, ერთიანობისკენ.

„ჩვენ უნდა დავიცვათ თავი მტრულად განწყობილი აქტორების მზარდი საფრთხეებისგან და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა წინ აღვუდგეთ აგრესორებს, რომლებიც ცდილობენ შეზღუდონ თავისუფლებისა და დემოკრატიის საზღვრები“, - განაცხადა მან.

როგორც მედია წერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა მოლაპარაკებებს "ინტენსიური" უწოდა და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს დიპლომატიური გზა რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისთვის.

„თუ ისინი (რუსეთი) გადაწყვეტენ არ გაჰყვეს ამ გზას, საპასუხოდ დიდი შედეგები და მძიმე შედეგები მოჰყვება და G7 ამაში აბსოლუტურად გაერთიანებულია“, - განაცხადა მან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, აუცილებელია ყველა ზომის მიღება, დიალოგისკენ დასაბრუნებლად.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის