"დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებენ და მოუწოდებენ, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის ხელმძღვანელობით ევროკავშირის და საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, იაპონიის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქალაქ ლივერპულში შეხვედრა გამართეს, რომელზეც რუსეთ-უკრაინას კრიზისზე იმსჯელეს.
მოლაპარაკებების გახსნის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა G7-ს მოუწოდა, ერთიანობისკენ.
„ჩვენ უნდა დავიცვათ თავი მტრულად განწყობილი აქტორების მზარდი საფრთხეებისგან და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა წინ აღვუდგეთ აგრესორებს, რომლებიც ცდილობენ შეზღუდონ თავისუფლებისა და დემოკრატიის საზღვრები“, - განაცხადა მან.
როგორც მედია წერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა მოლაპარაკებებს "ინტენსიური" უწოდა და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს დიპლომატიური გზა რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისთვის.
„თუ ისინი (რუსეთი) გადაწყვეტენ არ გაჰყვეს ამ გზას, საპასუხოდ დიდი შედეგები და მძიმე შედეგები მოჰყვება და G7 ამაში აბსოლუტურად გაერთიანებულია“, - განაცხადა მან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, აუცილებელია ყველა ზომის მიღება, დიალოგისკენ დასაბრუნებლად.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე და მის მიმდებარედ, 2 კმ-ის რადიუსში, არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის ადგილების (ე.წ. შავი წერილების) აღმოფხვრისა და გაუმჯობესების მიზნით, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 27 მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მათ შორის: ლითონის მრუდხაზოვანი ძელების მონტაჟი; წრიული მოძრაობებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა; ამაღლებული ქვეითთა გადასასვლელებისა და ტროტუარების მოწყობა; საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის განახლება და სხვა სამუშაოები.
„სამუშაოები ჩატარდება საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის (GTC) - საქართველოს საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში.
სამუშაოები ჩატარება დაგეგმილია 2026 წელს.
პროექტის მიზანია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობისა და სიმძიმის შემცირება და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).
გრანტის საერთო მოცულობა შეადგენს 16 მილიონ ევროს, საიდანაც ნაწილი მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ 2025 წლის 3 დეკემბრის 15:00 საათამდე, შემდეგ ბმულზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.