USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
“დიდი შვიდეულის“ ლიდერები გლობალური ეკონომიკური კრიზისით შეშფოთებულები არიან
Date:  881

“დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეშფოთებულები არიან მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისით, რადგან ზრდა შენელებულია და ინფლაცია იზრდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა “დიდი შვიდეულის“ გერმანიაში მიმდინარე სამიტზე განაცხადა.

„ყველა წევრი შეშფოთებულია იმ გლობალური კრიზისით, რომელსაც ვუპირისპირდებით - ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაცემა, ინფლაციის ზრდა, ნედლეულის დეფიციტი, მიწოდების შეფერხება - ეს არ არის პატარა გამოწვევები“, - აღნიშნა შოლცმა.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ სამდღიანი სამიტი გუშინ გერმანიაში, ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში გაიხსნა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way