„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსთან საბრძოლველად 21 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ G20-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გამოყოფილი თანხა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას, კერძოდ კი, დიაგნოსტიკასა და ვაქცინის შექმნას, ინფიცირებულთა მკურნალობას და სხვადასხვა კვლევას მოხმარდება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.