USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
თბილისი
„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსთან საბრძოლველად $21 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ
თარიღი:  742

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსთან საბრძოლველად 21 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ G20-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გამოყოფილი თანხა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას, კერძოდ კი, დიაგნოსტიკასა და ვაქცინის შექმნას, ინფიცირებულთა მკურნალობას და სხვადასხვა კვლევას მოხმარდება.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის