USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
დიდი ინტერესია საქართველოში არჩევნებისადმი, საზოგადოებას ქვეყნის წარმატების დიდი მოლოდინი აქვს - კელი დეგნანი
дата:  564

საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საარჩევნო ტემპერატურის ზრდაა, თუმცა პოზიტიური მახასიათებლებიც შეინიშნება.

"წინასაარჩევნო გარემოში დამახასიათებელია ტემპერატურის ზრდა, თუმცა პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ, არჩევნების შესახებ ქცევის კოდექსს ხელი მოაწერა. სასიამოვნოა, რომ ისინი, გარდა ხელის მოწერისა, პროცესებშიც არიან ჩართულები. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ არჩევნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი. დიდი ინტერესია საქართველოში არჩევნებისადმი, ასევე ქვეყნის პროგრესზე, როგორც დემოკრატიის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის კუთხით. საქართველოს საზოგადოებას, ქვეყნის წარმატების დიდი მოლოდინი აქვს," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати