USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის დასაწყისში პარკი მოეწყო
Date:  1566

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 14 700 კვ.მ ფართობზე ჩატარდა.

მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე ტერიტორია, სადაც ძველი სპორტული მოედანი არსებობდა, გასხვისებული იყო და რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„დიდ დიღომში კიდევ ერთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ აქ პარკი გაშენებულიყო. ადრე არსებობდა სტადიონი, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა და წლების წინ ტერიტორია სამშენებლო სამუშაოებისთვის გასხვისდა. რომ არა ჩვენი ჩარევა და გადაწყვეტილება, რომ ეს ტერიტორია ადგილობრივ მოსახლეობას დაბრუნებოდა, ალბათ აქ კორპუსები იქნებოდა. ძალიან მიხარია, რომ დედაქალაქს 14 000 კვ.მეტრზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. დიდი დიღმის მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. გახსოვთ, თუ რა ვითარება იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე და როგორი სილამაზეა დღეს, სადაც ყველაფერია წარმოდგენილი - ატრაქციონები, ამფითეატრი, ხე-მცენარეები. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ აქ მოსულმა ადამიანებმა განიტვირთონ და გაერთონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, ველობილიკი, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოიცავდა სარწყავი სისტემის მოწყობას, რულონური ბალახის დაგებასა და სხვადასხვა სახეობის 735 ძირი ხე-მცენარის დარგვას.

აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობამ განახორციელა, რომლის ღირებულებაც 2 000 000 ლარს შეადგენს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ახლად გახსნილი პარკი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way