ვენესუელის თავდაცვის მინისტრი, ვლადიმირ პადრინო ლოპესი აცხადებს, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების წინააღმდეგ კარიბის ზღვაში განთავსდება სამხედრო-საზღვაო ხომალდები, უპილოტო აპარატები და სამდინარო საპატრულო დანაყოფები.
აშშ-მა “ნარკოკარტელებთან ბრძოლის“ საბაბით ვენესუელასთან ახლოს “გადაისროლა” 3 ARLEIGH BURKE-ს კლასის საესკადრო ნაღმოსანი, 1 TICONDEROGA-ს კლასის კრეისერი, LOS-Angeles-ის კლასის ბირთვულძრავიანი წყალქვეშა ნავი- ბორტზე TOMAHAWK-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, P-8 poseidon-ის სადაზვერვო-საპატრულო ტიპის თვითმფრინავები და WASP-ის კლასის სადესანტო ხომალდები-ბორტზე 4 000 სამხედროთი (მათ შორის 2 200 საზღვაო ქვეითი).
ვაშინგტონი აცხადებს, რომ ნიკოლას მადურო პირადად არის კოკაინით ვაჭრობასთან დაკავშირებული.
მადუროს თქმით, მობილიზებულია 4,5 მილიონი ადამიანი , რომელთაც მიეწოდებათ შაშხანები და საბრძოლო მასალა. მან ასევე 30 დღით აკრძალა დრონების გამოყენება თავდასხმის საფრთხის მიზეზით.
ვენესუელა ასევე ატარებს სწავლებებს ირანული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებაში.