USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ავღანეთი დასავლეთის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად გამოყენებული არ უნდა იყოს
Date:  971

დიდი ბრიტანეთი „თალიბანს“ აფრთხილებს, რომ ავღანეთი დასავლეთის წინააღმდეგ ტერაქტების განსახორციელებლად გამოყენებული არ უნდა იყოს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ დასავლეთი „თალიბანთან“ ურთიერთობებში პრაგმატული უნდა იყოს, ეცადოს გაიგოს, შეძლებს თუ არა ავღანეთის ახალი მმართველების შერბილებას და კიდევაც იმაში დარწმუნებას, რომ ინკლუზიურები იყვნენ.

„ჩვენი გზავნილი შემდეგია: ავღანეთი დასავლეთის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად გამოყენებული არ უნდა იყოს. ჩვენ 20-წლიანი წარმატება გვქონდა ამ მხრივ“, - აღნიშნა დომინიკ რააბმა.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way