დიდი ბრიტანეთი „თალიბანს“ აფრთხილებს, რომ ავღანეთი დასავლეთის წინააღმდეგ ტერაქტების განსახორციელებლად გამოყენებული არ უნდა იყოს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ დასავლეთი „თალიბანთან“ ურთიერთობებში პრაგმატული უნდა იყოს, ეცადოს გაიგოს, შეძლებს თუ არა ავღანეთის ახალი მმართველების შერბილებას და კიდევაც იმაში დარწმუნებას, რომ ინკლუზიურები იყვნენ.
„ჩვენი გზავნილი შემდეგია: ავღანეთი დასავლეთის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად გამოყენებული არ უნდა იყოს. ჩვენ 20-წლიანი წარმატება გვქონდა ამ მხრივ“, - აღნიშნა დომინიკ რააბმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.