USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - Covid-19-ის ახალი შტამი უკონტროლოა
Date:  1158

კოვიდ -19-ის ახალი შტამი, რის გამოც, დიდი ბრიტანეთის მთავრობას მოუწია სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში ლონდონში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ე.წ. მე -4 „ლოქდაუნის“ დაწესება, "კონტროლს არ ექვემდებარება", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა.

ჰენკოკმა თქვა, რომ ახალი ვარიანტის კონტროლი უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, აღნიშნულის გაკეთების საშუალებაა სოციალური კონტაქტების შემცირება, განსაკუთრებით, მე-4 შეზღუდვის დონის რაიონებში.

კითხვაზე, რომელიც მე-4 საფეხურის შეზღუდვების ვადებს ეხებოდა მინისტრმა უპასუხა: ”იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ეს ახალი ვარიანტი, ძალიან ძნელი იქნება მისი კონტროლი, სანამ ვაქცინა არ გამოვა".

”ჩვენ სხვადასხვა ზომები გვაქვს, მათი უმეტესობა გვჭირდება ახალი ვარიანტის გავრცელების გასაკონტროლებლად, ვიდრე ძველის", - დასძინა მან.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს 16 მილიონი მოსახლისთვის „ლოქდაუნის“ შემოიღო და უარი თქვა საშობაოდ რეგულაციების გამარტივებაზე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან, რომელიც 70 %-ით უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე არსებული კოვიდ-19.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაცით, იგი ”მჭიდრო კავშირშია” გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან კორონავირუსის ახალი ვარიანტის გაჩენის გამო. მათივე ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ არ ითვლება, რომ ის უფრო მომაკვდინებელია.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way