USD 2.6989
EUR 3.1083
RUB 3.3612
Tbilisi
დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინის ოჯახს, მათ შორის ალინა კაბაევას სანქციებს დაუწესა
Date:  611

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ვლადიმერ პუტინის ოჯახსა და მისი ახლო წრის ათეულ წარმომადგენელს, მათ შორის, ქალს, რომელიც დიდი ხანია პუტინის პარტნიორად არის მიჩნეული, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,გარდიანი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვები მოიცავს აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას პუტინის ყოფილი მეუღლის, ლუდმილა ოჩერეტნაიასთვის, მედია ხელმძღვანელისა და პუტინის სავარაუდო პარტნიორის, ალინა კაბაევასთვის და კაბაევას ბებიის, ანა ზაცეპლინასთვის.

,,პუტინი ეყრდნობა მის ოჯახს, ბავშვობის მეგობრებსა და შერჩეულ ელიტას, რომლებმაც მისი მმართველობით ისარგებლეს და თავის მხრივ, მისი ცხოვრების წესს მხარს უჭერენ. მათი ჯილდო რუსეთის სახელმწიფო საქმეებზე გავლენაა, რაც მათ ფორმალურ პოზიციებს სცილდება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way