USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
დიდი ბრიტანეთი ვენესუელას თავის კუთვნილ 1 მილიარდის ღირებულების ოქროს ზოდებს არ უბრუნებს
თარიღი:  1183

2 ივლისს ლონდონის სასამართლომ უარი განუცხადა ვენესუელას, მისი კუთვნილი $1 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდების დაბრუნებაზე, რომელიც ინგლისის ბანკში ინახება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ იმით აიხსნება, რომ გაერთიანებული სამეფო არ აღიარებს ნიკოლას მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად - იუწყება გამომცემლობა Evening Express-ი.

მოსამართლემ განაცხადა, რომ - "მისი უდიდებულესობის მთავრობა მხოლოდ გუაიდოს აღიარებს ვენესუელის პრეზიდენტად".

ვენესუელის ოქროს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ვენესუელის ცენტრალურმა ბანკმა, „ Banco Central de Venezuela“-მ დაიწყო ლეგალური ქმედებების განხორციელება ქვეყანაში ოქროს დაბრუნებასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს განზრახული ჰქონდა ოქროს გაყიდვა, რათა კორონავირუსით შექმნილ მძიმე ეკონომიკურ კრიზისს გამკლავებოდნენ ფინანსურად

 

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის