საბურთალოს რაიონში, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე ეწყობა. ამჯერად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დიდ დიღომში, მე-4 მიკრო რაიონში 21-ე კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ. მ. ფართობზე მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ასევე, მოეწყობა სტრიტ ბოლი. დაირგვება რულონური ბალახი და 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 600 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანიც რეაბილიტირდება.
აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 299 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია შპს "მშენსერვისი 55“ ასრულებს.