USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
დიდ დიღომში, მარკო პოლოს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო
дата:  
საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 7006 კვ. მ. ფართობზე ასფალტის ორფერიანი საფარი დაიგება.
 
 აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მცხოვრებლები კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
 
სამუშაოებისთვის საბურთალოს რაიონის ბიუჯეტიდან 579 005 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია "ელიზი" ახორციელებს.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო და პროექტი ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად განიხილა.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати