USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Тбилиси
დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო
дата:  561
დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე სკვერი მოეწყო. ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდა სასეირნო და ველობილიკები, დასასვენებელი პავილიონი და სკეიტ მოედანი.
დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.
„დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი დავასრულეთ. ახალი სკვერი, დაახლოებით, ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული, სადაც მოეწყო სკეიტ მოედანი, ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და პირველ რიგში, აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ სივრცე, სადაც შეძლებენ დასვენებას, გართობას, სეირნობას. ჩვენ განვაგრძობთ ყველა რაიონსა და უბანში შესვლას. 2026 წელი იქნება განსაკუთრებული სხვადასხვა პროექტის განხორციელების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენი გუნდისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო სატრენაჟორო სივრცე და დამონტაჟდება LED განათება. ტერიტორია გამწვანდა და დაირგო 600-მდე ძირი ხე-მცენარე.
პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 250 000 ლარით დაფინანსდა.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე და პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი იმყოფებოდნენ.
мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати