USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
დიდ დიღომში 3700 აბონენტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება
дата:  505

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, დიდ დიღომში გაზმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციის გამო, ხვალ, 11 აპრილს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, 3700 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია მოსახლეობას მიმართავს, რომ არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

„დიდ დიღომში გაზმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციის გამო, ხვალ, 11 აპრილს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შემდეგ მისამართებს შეუწყდება : ნიკო ბურის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, დანიბეგაშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის, ნესტან დარეჯანის, ნურადინ ფრიდონის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენსის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/672-ში მდებარე შპს ,,ჯეოტერა 1”-ის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/340-ის მიმდებარედ მდებარე ამხანაგობა ,,ჩვენი სახლი”-ს, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 59-ში (იგივე უსენის ქ. 59) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება შპს ,,გალტამს”, შპს ,,ლატეკს” და სხვა.ნიკო ბურის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, ტიმოთე ბელოის, მარკო პოლოს, იან პრინევსკის, შერმადინის, დავარის, რამაზის, უსენის, დანიბეგაშვილის, სტრაბონის, იან ჰომერის იაკობ რაინეგსის, ბერტა ფონ ზუტნერის, ნესტან დარეჯანის, ნურადინ ფრიდონის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ბარონ დე ბაის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენსის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. ასევე სოფ. დიღომში: ნაკვ. 039/672-ში მდებარე შპს ,,ჯეოტერა 1”-ის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74, სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/340-ის მიმდებარედ მდებარე ამხანაგობა ,,ჩვენი სახლი”-ს, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 59-ში (იგივე უსენის ქ. 59), სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 88-ში - შპს ,,საქართველოს ბიზნეს ჯგუფის”, სოფ. დიღომი, ნაკვ. 465 – სტრაბონის ქ. 16, სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 90-ში – შპს ,,პრემიუმ ჰაუსის”, დიდი დიღომი – მირიან მეფის ქ. 84-ში მდებარე შპს ,,ბიჯი ჯგუფი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება ფ/პ მერაბ თავშავაძეს, შპს ,,გალტამს”, შპს ,,ლატეკს”, შპს ,,შხეფს” და სხვა. გაზმომარაგება სრულად აღდგება 11 აპრილს, 14:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათისთვის. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყურადღებით იყავით, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“,-აღნიშნულია კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати