USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში დაიბარეს
თარიღი:  1007

გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში დაიბარეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა, იმისთვის რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო ღრმა შეშფოთება დაფიქსირდეს. სრულიად მიუღებელია, ის ფაქტი, რომ აკრძალული ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული და რუსეთმა უნდა ჩაატაროს სრული, გამჭვირვალე გამოძიება”, - წერს რააბი.

"მოვისმინე, რომ ალექსეი ნავალნი გამოიყვანეს მედიცინაში გამოწვეული კომიდან. იმედი მაქვს, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება", - დასძინა დომინიკ რააბმა.

მისივე თქმით, ინფორმაცია ნავალნის კომიდან გამოყვანის შესახებ სანუგეშოა და იმედი აქვს, პოლიტიკოსის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

„შვების მომგვრელია ინფორმაცია იმის შესხებ, რომ ნავალნი კომიდან გამოიყვანეს. იმედი მაქვს, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება,“- წერს რააბი.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის