USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Тбилиси
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება გამარტივდა
дата:  

აუდიტორული და საგადასახადო საკონსულტაციო კომპანია "კრესტონ ჯორჯია" დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განახლებულ წესთან დაკავშირებით აქვეყნებს ინფორმაციას.

"კრესტონ ჯორჯიას" თანახმად, ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად საგადასახადო შემოწმებისას დღგ-ს სავალდებულო წესით გადასახადის გადამხდელების რეგისტრაციის შემთხვევაში, ამავე შემოწმების პერიოდში დღგ-ს რეგისტრაციის გაუქმების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, დღგ-ს რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ასეთი უფლების წარმოშობის მომენტში გადასახადის გადამხდელის შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში.

"როგორც ცნობილია მოქმედი კანონის მიხედვით დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვება მაშინ თუ ფიქსირდება 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვების 100 000 ლარზე გადამეტება. შემოსავლების სამსახურის ძველი მიდგომით თუ საგადასახადო შემოწმების დროს მოხდებოდა ბრუნვების 100 000-ზე გადამეტება ხდებოდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია სავალდებულო წესით და ამავე შემოწმების პერიოდშივე არ ხდებოდა დღგ-ს რეგისტრაციის გაუქმება თუნდაც ასეთი რეგისტრაციის შემდგომ რომელიმე 12 თვის განმავლობაში ბრუნვების 100 000 ლარს ქვემოთ ჩამოცილება დაფიქსირებულიყო.

ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანების 47 მუხლში შესული ცვლილების შედეგად, ბრძანებაში პირდაპირ ჩაიწერა რომ თუ საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს წარმოეშვება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება (ბრუნვებმა გადაააჭარბა 100 000 ლარს) და აღნიშნულის შემდგომ წარმოიშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლება (ბრუნვები ჩამოსცდა 100 000 ლარს), საგადასახადო შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიმართოს პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით რის შემდგომაც გადასახადის გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში დღგ-ს რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.

აღნიშნული ნიშნავს იმას რომ თუ ძველი კანონის მიხედვით პირობითად 2021 იანვრიდან 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდის შემოწმებისას, მაგალითისთვის 2022 მაისის თვეში მოხდებოდა სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობა (ბრუნვების გადასცდა 100 000 ლარს), შემოსავლების სამსახური გადამხდელს დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო წესით დაარეგისტრირებდა 2022 წლის მაისის თვის შესაბამისი თარიღიდან და არ მოახდენდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას თუნდაც საგადასახადო შემოწმების პერიოდის ბოლომდე (2024-ის ნოემბერი,) მაგალითისთვის 2023 წლის მაისის თვეში დასრულებული ბოლო 12 კალენდარული თვის პერიოდში დღგ-ს დასაბეგრი ოპერაციების ჯამი ჩამოცდენოდა 100 000 ლარს.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით ზემოთ აღნიშნულ მაგალითზე დაყრდნობით თუ პირობითად 2022 წლის მაისის თვეში მოხდება გადასახადის გადამხდელის სავალდებულო წესით რეგისტრაცია, ხოლო საგადასახადო შემოწმების პერიოდის დასრულებამდე ანუ 2024 წლის ნოემბრამდე რომელიმე თვეში მაგალითისთვის 2024 წლის მარტის თვეში დაფიქსირდება ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ს დასაბეგრი ოპერაციების 100 000 ლარზე ნაკლები ბრუნვები – შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მიმართოს პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით და გადასახადის გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში მოხდება დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება საგადასახადო შემოწმების პერიოდის დასრულებამდე ანუ 2024 წლის მარტიდან, რაც ნიშნავს იმას რომ თუ მოხდება რეგისტრაციაზე დაგვიანება მაგრამ აღნიშნულის შემდგომ ბრუნვები 12 თვიან პერიოდში 100 000 ლარს ჩამოსცდება შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნება გადასახადის გადამხდელი მოხსნას დღგ-ს რეგისტრაციიდან, რაც ასეთ გადამხდელებს შესაძლებლობას მისცემს დღგ-ს რეგისრაციაზე დაგვიანების მიუხედავად გაცილებით უფრო ნაკლები დღგ-ს თანხა, ჯარიმები და საურავის თანხები გადაიხადონ.

აღნიშნული ცვლილება 2024 წლის თებერვლიდან ამოქმედება, შესაბამისად აღნიშნული პერიოდის შემდგომ იმ გადამხდელებს ვისაც დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციაზე დაგვიანება დაუფიქსირდებათ შეეძლებათ ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით და შემოწმების პერიოდშივე მოსთხოვონ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება თუ შემოწმების პერიოდის ბოლომდე რომელიმე 12 თვის განმავლობაში ბრუნვები 100 000 ლარს ჩამოსცდება,"- ნათქვამია "კრესტონ ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

мир
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати