USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Тбилиси
დღევანდელი დღე მსოფლიო ისტორიაში
дата:  385

21 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 172-ე დღე (ნაკიან წლებში – 173-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 193 დღე.

დღის მოვლენები

  • 1621 : 27 ჩეხი მთავარი სიკვდილით დასაჯეს პრაღის მთავარ მოედანზე თეთრის მთის ბრძოლის ბოლოს.
  • 1633 : გალილეო გალილეი ინკვიზიციის სასახლის ციხეში მოათავსეს.
  • 1749 : ჰალიფაქსი, ნოვა-სკოტია, დაარსდა.
  • 1788 : ნიუ-ჰემპშირი გახდა აშშ-ს მე-9 შტატი.
  • 1824 : საბერძნეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის: ეგვიპტის ჯარებმა ფსარა აიღეს ეგეოსის ზღვაში.
  • 1893 : პირველი ე.წ. „ეშმაკის ბორბალი“ წარმოადგინეს ჩიკაგოს გამოფენაზე.
  • 1898 : გუამი აშშ-ის ტერიტორია გახდა.
  • 1909 : რუსულ-ბალტიურ ქარხანაში ააწყვეს პირველი რუსული სერიული ავტომობილი „რუსო-ბალტ“-ი
  • 1913 : 18 წლის ჯორჯია ბროდვიკი გახდა პირველი ქალი რომელმაც შეასრულა პარაშუტით ხტომა აეროპლანიდან.
  • 1925 : მოსკოვში პირველი ტაქსი გამოჩნდა - რენოს მარკის 16 ავტომობილი.
  • 1940 : მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთი გერმანიას დანებდა.
  • 1945 : მეორე მსოფლიო ომი - ოკინავის ბრძოლა დამთავრდა.
  • 1948 : ხმის ჩამწერმა კომპანია კოლუმბია რეკორდსმა „Columbia Records“ გამოუშვა ხანგრძლივი ჟღერადობის ვინილის ფირფიტა რომლის ორივე მხარეს შესაძლებელი იყო 23 წუთი მუსიკის ჩაწერა.
    • გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიმოქცევაში შევიდა ახალი გერმანული მარკა.
  • 1977 : მენახემ ბეგინი ისრაელის მეექვსე პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • 1994 : ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო მანდატით განლაგდა რუსული სამხედრო კონტიგენტი.
  • 2002 : მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ევროპა პოლიოსგან განთავისუფლებულად გამოაცხადა.
  • 2004 : კოსმოსში გაფრინდა პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი „SpaceShipOne“ 
  • 2006 : პლუტონის ახლად აღმოჩენილ თანამგზავრებს ნიქსი და ჰიდრა დაარქვეს.
  • 2019 : თანზილა ნარბაევა უზბეკეთის სენატის პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1002 : ლეო IX — რომის პაპი 1049-1054 წლებში.
  • 1840 : წერეთელი, აკაკი — ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე (გ.1915)
  • 1905 : სარტრი, ჟან-პოლ — ფრანგი ფილოსოფოსი (დ.1980)
  • 1935 : საგანი, ფრანსუაზ — ფრანგი მწერალი (გ.2004)
  • 1986 : ლანა დელ რეი — ამერიკელი პოპ მომღერალი
  • 1997 : რებეკა ბლეკი — ამერიკელი პოპ მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1652 : ჯოუნზი, ინიგოუ — ინგლისელი არქიტექტორი.
  • 1908 : რიმსკი-კორსაკოვი, ნიკოლოზ — რუსი კომპოზიტორი
  • 1970 : სუკარნო — ინდონეზიის პრეზიდენტი
  • 1974 : ასტაუროვი, ბორის — საბჭოთა ბიოლოგი-ციტეგენეტიკოსი
  • 1978 : ალექსი-მესხიშვილი, ვლადიმერ — ქართველი არქიტექტორი
  • 2012 : რამაზ შენგელია — ქართველი ფეხბურთელი

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი

მსოფლიო: იოგას და სკეიტბორდინგის საერთაშორისო დღე.

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • დანია - გრელანდია: ნაციონალური დღე.
  • კანადა - აბორიგენების დღე
  • აშშ - ნიუ-ჰემპშირის დღე
  • ჩინეთი - დრაკონის ნავების ზეიმი.
  • საფრანგეთი - მუსიკის ზეიმი.
  • რუსეთი - შინაგან საქმეთა სამინისტროს, კინოლოგიური ქვედანაყოფების დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • თევდორე მღვდელი
    • თეოდორე სტრატილატი
    • ღირსი ეფრემი
    • ზოსიმე ფინიკიელი
    • პავლე კაიუმელი
    • ღირსი მელანია
    • ღირსი აფრე
    • ღირსი ნავკრატიუსი
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати