USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
დღევანდელი დღე ისტორიაში
дата:  318

27 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 178-ე დღე (ნაკიან წლებში – 179-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 187 დღე.

დღის მოვლენები

  • 1615 : ჩაის პირველი იმპორტი ევროპაში
  • 1709 : პეტრე I-მა პოლტავის ბრძოლაში შვედეთის მეფე კარლ XII დაამარცხა.
  • 1834 : გაიხსნა კიევის უნივერსიტეტი
  • 1905 : ჯავშნოსან პოტიომკინზე ჯანყი დაიწყო.
  • 1929: ნიუ-იორკში, ბელის ლაბორატორიაში მოხდა ფერადი გამოსახულების გადაცემის სისტემის პირველი დემონსტრირება.
  • 1931 : აშშ-ში გამომგონებელმა იგორ სიკორსკიმ მიიღო პატენტი ვერტმფრენის გამოგონებისთვის.
  • 1954 : მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა ობნინსკში, მოსკოვის მახლობლად.
  • 1967 : მსოფლიოში პირველი ბანკომატი დამონტაჟდა ენფილდში, ლონდონი.
  • 1974 : აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი საბჭოთა კავშირს ესტუმრა.
  • 1977 : ჯიბუტიმ დამოუკიდებლობა გამოაცხადა საფრანგეთისაგან.
  • 1991 : ათდღიანი ომი: დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ დღეში იუგოსლავიის ჯარი სლოვენიაში შეიჭრა, ტანკებითა და სამხედრო თვითმფრინავებით
  • 1997 : ტაჯიკეთში დასრულდა სამოქალაქო ომი.
  • 2007 : გორდონ ბრაუნმა შეცვალა ტონი ბლერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
  • 2007 : ახალქალაქის სამხედრო ბაზა რუსეთმა საქართველოს ოფიციალურად გადასცა.
  • 2007 : ეგვიპტოლოგმა ზაჰი ჰავასმა დაამტკიცა, რომ უსახელო აკლდამაში ნაპოვნი მუმია ეკუთვნის ფარაონ ჰატშეფსუტს.
  • 2014 : საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმეს.
  • 2015 : ქართველი ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადამ ოქრუაშვილი ბაქოს ევროპული თამაშების გამარჯვებულები გახდნენ.
  • 2019 : ევროსაბჭოს გენერალურ მდივნად მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1462 : ლუი XII (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე (გ.1515)
  • 1550 : შარლ IX (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე (გ.1574)
  • 1682 : კარლ XII — შვედეთის მეფე (გ.1718)
  • 1847 : ჭალადიდელი, გიორგი — პოეტი
  • 1955 : აჯანი, იზაბელ — ფრანგი მსახიობი
  • 1977 : რაული — ესპანელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1962: აკაკი ფაღავა — ქართველი რეჟისორი.
  • 1985 : ვახტანგ არეშიძე — ქართველი მსახიობი
  • 2001 : იანსონი, ტოვე — ფინელი მწერალი (დ.1914)

დღესასწაულები

  • მსოფლიო - თევზჭერის საერთაშორისო დღე

ეროვნული

  • რუსეთი — ახალგაზრდობის დღე
  • ვიეტნამო — ტეტ დოანგო
  • ნიკარაგუა — ნიკარაგუის წინააღმდეგობის, მშვიდობის, თავისუფლების, ერთიანობის და ეროვნული შერიგების დღე.
  • ჯიბუტი — დასმოუკიდებლობის დღე.
  • ტაჯიკეთი — ეროვნული შერიგების დღე.
  • უზბეკეთი — ბეჭდური მედიის  მუშაკთა დღე.

რელიგიური

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ელისე წინასწარმეტყველი
    • წმინდა მეთოდე
    • ნიფონტ ათონელი
область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати